LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში მიუსაფარი ძაღლებისთვის კვების აპარატი დაიდგა

203
Capture

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გლდანის მე-6 მიკრორაიონში მდებარე პარკში მიუსაფარი ძაღლებისთვის კვების აპარატი დადგა. ამის შესახებ ფოტოებს და ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

 

კვების აპარატში პლასტმასის 0,5-ლიტრიანი ბოთლის ჩაგდების შედეგ, ძაღლებისთვის საკვები ჩამოიყრება, ხოლო დისპენსერში წყლის ჩასხმის შემდეგ, ცხოველებს წყალი მიეწოდებათ. კვების აპარატი მუშაობისთვის მზის ენერგიას იყენებს.

“ეს აქცია ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, რადგან საგანგებო სიტუაციის გამო ნაწილობრივ მოიშალა ის სისტემა, რომლითაც მოქალაქეები სამსახურთან არსებულ ცხოველებს კვებავდნენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საკვები და საკვების ნარჩენები გავუნაწილოთ ცხოველებს, რომლებიც ჩვენს სახლებთან და სამსახურებთან არიან. გარდა ამისა, აღნიშნული პროექტი ემსახურება ნარჩენების გადამუშავებასაც”, – განაცხადა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვახტანგ ლომჯარიამ.

მსგავსი ტიპის აპარატები რიყის პარკში, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკსა და ვერის ბაღშია განთავსებული.

საკვები აპარატის მუშაობას თბილისის მერის მოადგილესთან ერთად, გლდანის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს წევრი ბექა დავითულიანი და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები გაეცნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები