LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

1075
ავარია

თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე მოხდა. არსებული ცნობითვე, გარდაცვლილია ავტომობილში მყოფი 20 წლამდე ასაკის მამაკაცი, მძღოლი კი კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტო სლაიდზე: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g