LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა

171
1

თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა.

ერთ-ერთი მათგანი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, მეორე დაშავებული კი ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია გადაყვანილი.

როგორც “ფორტუნას” ღუდუშაურის კლინიკაში განუცხადეს, მათთან შეყვანილი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა  შედარებით მსუბუქია:

“ორი დაშავებულია, ერთი ქირურგიის ინსტიტუტშია გადაყვანილი, ჩვენთან შემოყვანილი მეორე პირი ადეკვატური და კონტაქტურია. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა და კვლევებზე ახლა ჰყავთ შეყვანილი, ყველა საჭირო კვლევა უტარდება”, – განაცხადეს ღუდუშაურის კლინიკაში.

“ფორტუნა” მომხდარის დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

არსებული ინფორმაციით, შედარებით მძიმეა მეორე დაშავებულის მდგომარეობა.

მასალა ახლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g