თბილისში, ერთ-ერთი მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა.
მშენებლობაზე დასაქმებული პირი, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.