თბილისში, მუხიანის დასახლებაში მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა, დაშავებულს კი ჭრილობები თავის არეში აღენიშნება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.