თბილისში, მუხიანის დასახლებაში აფეთქება მოხდა, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულია 50 წლამდე მამაკაცი.
აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გავრცელებული ცნობებით, აფეთქება ერთსართულიან შენობაში მოხდა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.