LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ნაძვის ხეების ფესტივალი მიმდინარეობს

69

თბილისში ნაძვის ხეების ფესტივალი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით,  ფესტივალზე სხვადასხვა კომპანიების მიერ მორთული 20-მდე საიმიჯო ნაძვის ხე გამოიფინა.  ექსპოზიციის ნახვა დამთვალიერებლებს შარდენის  ქუჩაზე, ბამბის რიგსა და კინოს მოედანზე 3 იანვრამდე შეეძლებათ.

თბილისის მერიის ცნობით, ნაძვის ხეების გამოფენის პარალელურად, შარდენის ქუჩასა და ბამბის რიგში, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და ბენდ „Strawberry Fields“-ის კონცერტი მოეწყობა.

ნაძვის ხეების ფესტივალი თბილისის მერიისა და ‘’მეიდან ივენთსის’’ ორგანიზებით მოეწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g