სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“-ის ფარგლებში კიდევ ერთი მსხვილი ინვესტიცია ხორციელდება. მალე ქართველ და არამარტო ქართველ ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოში ევროპული გამოცდილებით დამზადებული პროდუქცია გამოიყენონ.
29 სექტემბერს, 11:00 სათზე, თბილისში კომპანია „ნუტრიმაქსის“ მაღალტექნოლოგიური, კომბინირებული საკვების ქარხანა გაიხსნება.
პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ჰოლანდიური კომპანიის “Trouw Nutrition”-ის სპეციალისტთა ჩართულობითა და პარტნიორობით განხორციელდა.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, საკვები პროდუქცია, რომელიც მეფრინველეობის, მეცხოველეობის და მეთევზეობის სექტორზეა გათვლილი, არამხოლოდ საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონსაც მოამარაგებს. ქარხნის წარმადობა წლიურად 50 000 ტონა კომბინირებული საკვებია.

”კომბინირებული საკვები არის უმაღლესი ხარისხის, დაბალანესბული, არაქიმიური პროდუქცია, რომელიც ფერმერთათვის მათი საქმიანობის გრძელვადიან შედეგსა და წარმატებას უზრუნველყოფს. ქარხანასთან ერთად პროექტის ფარგლებში გათვალისიწნებულია ფერმერებისთვის რეკომენდაციების მიცემა და მათი კონსულტირება საკვების გამოყენებაში”, – განაცხადეს კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, „ნუტრიმაქსის“ მიერ 5 000 000 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.
