LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ოჯახის დანგრევის მაჩვენებელი რეკორდულად დიდია

114

2015 წლის დემოგრაფიული ვითარება პოზიტიურია, ამის შესახებ დემოგრაფიული აღორძინების ფონდის  ხელმძღვანელმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა. ფონდის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გასულ წელს, ნოემბრის ჩათვლით 55 ათასი ბავშვი დაიბადა – 400 ახალშობილით მეტი, ვიდრე 2014 წელს. ამასთან, შემცირდა როგორც აბორტების, ასევე ახალშობილთა სიკვდილიანობის შემთხვევები.

ჩიბურდანიძის ინფორმაციით, გასულ წელს წინა წლებთან შედარებით 9 ათასით ნაკლები აბორტი გაკეთდა და ბოლო 10-12 წლის მანძილზე ასეთი მკვეთრი კლება არ დაფიქსირებულა.

რაც შეეხება დაქორწინებასა და განქორწინებას, ქვეყნის მასშტაბით 2015 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით 14 102 ქორწინებაა და 4 435 განქორწინება.

თბილისში 3690-მა წყვილმა შექმნა ოჯახი, 1722 კი განქორწინდა. ჩიბურდანიძის თქმით, დედაქალაქში განქორწინებების რაოდენობა რეკორდულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g