2025 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხვი 37 867-ია, მათ შორის არის 19 856 ბიჭი და 18 011 გოგო. საქსტატის მონაცემების თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით 4.1 პროცენტით არის შემცირებული.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 39 483 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 20 755 ბიჭი და 18 728 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 1.8 პროცენტით.