LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, ორბელიანის მოედანზე ქვევრის ღვინის ფესტივალი მიმდინარეობს

388
ფესტივალი

ამ წუთებში ორბელიანის მოედანზე რამდენიმე ფესტივალი იმართება. მათ შორისაა ქვევრის ღვინის ფესტივალი სახელწოდებით – Travel in Georgia with Wine. მისი მიზანი ტურიზმის ხელშეწყობა და საქართველოს, როგორც ღვინის ქვეყნის იმიჯის საერთაშორისო დონეზე გაძლიერებაა.

ფესტივალში სულ 50 საოჯახო მარანი მონაწილეობს. ფონისძიებას ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლების, ფოლკლორული გუნდებისა და ეთნო ჯაზ-ბენდის მიერ შესრულებული სიმღერები აფორმებს.

ადგილზე ქვევრის ღვინოების დეგუსტაცია შეგიძლიათ. თავად ღვინო კი სიმბოლურ ფასად გაიყიდება. 

პარალელურად, ორბელიანის მოედანზე პირველი საფორტეპიანო ფესტივალიც მიმდინარეობს.

Tbilisi piano fest-ი ოფიციალურად უკვე გაიხსნა.

კონცერტს ცნობილი დირიჟორი კრისტიან იარვი უძღვება, სოლისტი კი დუდანა მაზმანიშვილია, რომელიც „ჯორჯიან სინფონიეტასთან“ ერთად ბახის, ყანჩელისა და კრისტიან იარვის ნაწარმოებებს შეასრულებს.

magti 5g