თბილისში მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის საიუბილეო მსვლელობა მიმდინარეობს.
ისინი ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტისკენ მიემართებიან.
„ეს არის საქართველო, იმიტომ კი არა რომ ჩემთვის მოვიდნენ და პატივს მცემენ. ჩვენ აქ შევიქმენით როგორც ერთი ოჯახი… ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენ უკან არის სამშობლო და ჩვენ ვიცავთ ამ სამშობლოს…
ყოველდღე უნდა გადაიკეტოს რუსთაველი, ყოველდღე უნდა იყოს პროტესტი, ყოველდღე უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი პატიმრები გამოვიყვანოთ გარეთ და ყოველდღე უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მალე გავისტუმროთ ეს მავნებელი მთავრობა“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ „მთავარ არხთან“.