LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში „ProdAct Conference 2023 – HOW?“ გაიმართა

133
GITA

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერითა და ProdAct Community-ს ორგანიზებით, Radisson Blu Iveria-ში, ტექნოლოგიური კონფერენცია „ProdAct Conference 2023 – HOW?“ გაიმართა, რომელსაც 400-მდე სტუმარი დაესწრო.

ღონისძიება ორიენტირებული იყო შემდეგ თემებზე: წარმატებული პროდუქტის მენეჯერების ხედვის გაცნობა; პროდუქტის დიზაინი; მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობა; Agile მეთოდოლოგიების როლი ციფრული ტრანსფორმაციის პროცესებში.

კონფერენცია ხუთ სექციას მოიცავდა და აერთიანებდა პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებს, „ნეთვორქინგის“ ფართო შესაძლებლობებსა  და  საჯარო გამოსვლებს. ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიის წინაშე 30-მდე სპიკერმა ისაუბრა, როგორც წარმატებული ქართული კომპანიებიდან, ისე მსოფლიო მასშტაბის ორგანიზაციებიდან.

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებისა და ჟიურის წინაშე, ორგანიზატორების მიერ შერჩეული ხუთი სტარტაპი წარდგა. ჟიურის შეფასებითა და გადაწყვეტილებით, გამარჯვებული სტარტაპი Globalize-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე გაემგზავრება, ხოლო დანარჩენი ოთხი Startup Central Eurasia-ს მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ ღონისძიებაზე წარდგება.

ProdAct Community-ის მიზანია საქართველოში გაზარდოს პროდუქტის მენეჯმენტის ცნობადობა, გააერთიანოს ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტები, დაეხმაროს აღნიშნული ინდუსტრიით დაინტერესებულ ადამიანებს ცოდნის მიღებასა და კომუნიკაციაში და, ასევე, წაახალისოს ორგანიზაციებში მიმდინარე ციფრული ტრანსფორმაციის პროცესები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g