LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში პროფესორ გიორგი გახელაძეს ეძებენ: „ეცვა ღია ფერის პერანგი და მუქი ფერის შარვალი, თან აქვს ზურგჩანთა… სტუდენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა, მეც ვესაუბრე, მას შემდეგ ტელეფონი გათიშული აქვს…“

390
გიორგი გახელაძე

თბილისში ახალგაზრდა კაცს, პროფესორ გიორგი გახელაძეს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, ის გუშინ დილით გავიდა სახლიდან და უკან აღარ დაბრუნებულა, გათიშულია მისი მობილური ტელეფონი. კაცს ღია ცისფერი ფერის პერანგი და მუქი შარვალი აცვია, თან აქვს ზურგჩანთა.

როგორც „ფორტუნას“ დაკარგული კაცის მეუღლემ, ირმა მალაციძემ განუცხადა, მომხდართან დაკავშირებით პოლიცია უკვე ინფორმირებულია.

„ჩვეულებრივი დღე იყო, სტუდენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა, მეც ვესაუბრე, მას შემდეგ ტელეფონი გათიშული აქვს, ვერ ვპოულობთ ვერსად, არ უნახავს არავის“, – აცხადებს მეუღლე.

ირმა მალაციძე მიმართვას სოციალურ ქსელშიც ავრცელებს.

„არ მჯერა, რომ ამას ვწერ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს!

გთხოვთ, თუ ვინმეს გუშინ გქონდათ მასთან კომუნიკაცია, ან სატელეფონო, ან ნახეთ, მომწერეთ.

უცნობებისთვის ვწერ – გიორგი გახელაძე, სიმაღლე 180 სმ. ეცვა ღია ფერის პერანგი და მუქი ფერის შარვალი. თან ჰქონდა ზურგჩანთა.

თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ, დამირეკეთ: 599311090″, – წერს ირმა მალაციძე.

SOS!!!! არ მჯერა, რომ ამას ვწერ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს! გიორგი გუშინ დილით გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა….

Posted by Irma Malatsidze on ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g