LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისში „პრპმო გოგონების“ მეშვეობით უცხოელ მამაკაცებს თავს რესტორანში აპატიჟებინებდნენ და შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამოდ დიდ თანხებს ახდევინებდნენ“ – შსს-მ 4 პირი დააკავა

212
Untitled design (4)

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 4 პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„დაკავებული არიან: 1973 წელს დაბადებული შ.., 1999 წელს დაბადებული ა.ო., 1997 წელს დაბადებული .. და 1993 წელს დაბადებული მ..

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერს, თანამშრომელთან ერთად შემუშავებული ჰქონდა თაღლითური სქემა. კერძოდ, ისინი, „პრომო გოგონების“ მეშვეობით, ერთ-ერთი აპლიკაციით უკავშირდებოდნენ საქართველოში ტურისტულად მყოფ უცხოელ მამაკაცებს, რომლებსაც წინასწარ შემუშავებული თაღლითური სქემით თავს რესტორანში აპატიჟებინებდნენ. ამის შემდეგ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათ შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამოდ დიდ თანხებს ახდევინებდნენ.

იმ შემთხვევაში თუ კი დაზარალებულები ბრალდებულების მიერ დასახელებულ თანხას არ გადაიხდიდნენ, მათზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ამ გზით ეუფლებოდნენ ფულს.

გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g