LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ქართველი მხატვარის, შალვა ქიქოძის მემორიალი გაიხსნება

255

29 სექტემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული გალერეის მიმდებარე ტერიტორიაზე, 9 აპრილის ბაღში, ცნობილი ქართველი მხატვარის, შალვა ქიქოძის მემორიალი გაიხსნება. მემორიალის გახსნას კლინიკა „ოფთალმიჯის“ ხელმძღვანელი გიორგი ჯავრიშვილი აფინანსებს.

როგორც ”ფორტუნას” „ოფთალმიჯიდან” აცნობეს, 2016 წელს გიორგი ჯავრიშვილის ინიციატივითა და პატრონაჟით დაიგეგმა მხატვრის ნეშტის გადმოსვენება საქართველოში, თუმცა, ობიექტური მიზეზების გამო, ეს ვერ მოხერხდა. ”საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით და ნათესავებთან შეთანხმებით გადაწყდა მხატვრის მემორიალის დადგმა თბილისში”, – აცხადებენ კლინიკაში.

მათივე ინფორმაციით, შალვა ქიქოძის მემორიალური სკულპტურის შესაქმნელად გამოყენებულია მხატვრის ცნობილი ავტოპორტრეტი. მოქანდაკე კი როკო ირემაშვილია.

ცნობილი ქართველი მხატვარი, შალვა ქიქოძე გარდაიცვალა 1921 წელს და დაკრძალულია გერმანიის ქალაქ ფრაიბურგში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები