LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში რიგით მესამე გასტრო კვირეული ჩატარდება

163
Tbilisi Gastro Week

9-15 სექტემბერს თბილისი ტრადიციულ გასტრო კვირეულს (Tbilisi Gastro Week) უმასპინძლებს.

აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს ქართული და საერთაშორისო სამზარეულოების ნაზავს, დაუვიწყარ საღამოებს კლასიკური მუსიკის თანხლებით და სხვადასხვა კულტურის, საინტერესო ადამიანებთან შეხვედრის ადგილს.

ცნობილ ქართველ შეფმზარეულებთან ერთად (მერიკო გუბელაძე, ქეთი ბაქრაძე, ლუკა თოდუა, ვაკო ვაშაკაშვილი, ჯოზი, გაგა გაგნიძე), რიგით მესამე გასტრო კვირეულის ვახშმების სერიაში მონაწილეობას მიიღებენ კულინარიის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: როდოლფო გუცმანი, კრისტიანო ტომეი, სემ ბაქლი, ვიქტორია ბლეიმი, კლემენტ ბუვიე და ბო სონგვისავას და დილან ჯონსის ვარსკვლავური დუეტი.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g