LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში Roots men’s cut გაიხსნა – ახლებური ხედვა მამაკაცის დახვეწილ სტილზე

777
79371849-474353899951869-9032023989618212864-o

თბილისში სალონი მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცებისთვის, სახელწოდებით Roots men’s cut სატესტო რეჟიმში გაიხსნა. ობიექტი ვაკეში, ქობულეთის ქუჩაზე განთავსდა და ის მომხმარებელს პროფესიონალურ დონეზე მომსახურებას სთავაზობს.

„ჩვენი სპეციალისტები იზრუნებენ თქვენს თმასა და წვერზე. ჩვენი ძირითადი აუდიტორია არის მამაკაცები 22-დან 35 წლამდე. ბუნებრივია, ბაზარზე გვყავს კონკურენტები, თუმცა ვფიქრობთ, ჩვენი უპირატესობა არის: ხარისხიანი სამუშაო. ჩვენთან მხოლოდ კვალიფიციური და გამოცდილი კადრები მუშაობენ, რომლებმაც იციან თავიანთი საქმე.

რაც შეეხება ჩვენს ამოცანებს, ესენია: მაღალკვალიფიციური კონსულტაციის ჩატარება, ყველა თქვენი სურვილის გათვალისწინება და რეალიზება“, – აცხადებენ სალონის მენეჯმენტში.

მათივე ინფორმაციით, მამაკაცებს Roots men’s cut-ში დახვდებათ სასიამოვმო გარემო – ეს არის ადგილი, სადაცთავს იწესრიგებენარამხოლოდ ვარცხნილობის თვალსაზრისით, არამედ განწყობის შესაქმნელადაც.

„გარდა ამისა, გვაქვს ლოიალურობის სისტემა, ანუ “Welcome” ბონუსები ახალ მომხმარებლებს და საჩუქრები ერთგულ მომხმარებლებს.

ღირებულებას რაც შეეხება, ჩვენთან ასეთი ტარიფებია:

მამაკაცის თმის შეჭრა /  Men’s Haircut – 33

თმის შეჭრა მანქანით / Clipper Only -18

წვერის მოდელირება / Beard Shape Up – 28

წვერის შეჭრა / Beard Trim – 20

სამეფო პარსვა / Hot Towel Shave – 33

თმის ვარცნილობა / Hair Styling – 12

თავის პარსვა / Head Shave – 33

კონტური / Haircut Line Up – 12

კორექცია ცვილით / Wax Correction – 15

ჭაღარის კამუფლაჟი / Hair Camo – 26

საბავშვო თმის შეჭრა / Kids Haircut – 24

ორთქლში დარბილება /  Hot Steam – 6

სალონის ოფიციალურ გახსნას უკვე ვგეგმავთ იანვარში. ეს იქნება დიდი წვეულება მუსიკით, საჩუქრებითა და კარგი განწყობით. ვეპატიჟებით ყველა მსურველს, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოც.ქსელებში და თვალი ადევნეთ სიახლეებს“, – აცხადებენ Roots men’s cut-ში.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი ვებგვერდის მომხმარებლები და რადიო “ფორტუნას” მსმენელები ამ პრომოკოდის წარდგენის შემთხვევაში –> «FROOTS», სალონში მიიღებენ 20%-იან ფასდაკლებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები