თბილისში საახალწლო ბაზრობები გაიხსნა. ღონისძიებები დილის 10-დან შუაღამემდე ორ ლოკაციაზე – დედაენის ბაღსა და ახალ აღმაშენებელზე გაიმართება.
საახალწლო ბაზრობებზე მისულ დამთვალიერებელს ადგილზე საახალწლო ბაზრობა, ყინულის მოედანი და ღია კინოთეატრი დახვდება. გაიმართება კონცერტებიც.
სადღესასწაულო ღონისძიებები 7 იანვრამდე გაგრძელდება.