თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, კუმისის 32 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი ეკიდა.
როგორც რადიო “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა რატი მუჯირმა განუცხადა, ცეცხლი სახლის სახურავს ეკიდა. მისი თქმით, ცეცხლის ჩასაქრობად 2 სამაშველო ჯგუფი და 9 სახანძრო მუშაობდა.
მუჯირი ამბობს, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის. მისივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად, არც სახლის ნივთები დაზიანებულა და არც არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.