თბილისში, წმინდა ბარბარეს დასახლებაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 30 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა.
როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ორსართულიან სახლში გაჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.