LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში საერთო სამუშაო სივრცე „Old Boys” თიბისის მხარდაჭერით გაკეთდა

435
თიბისი

თანამედროვე სამუშაო კულტურამ ბევრი რამ შეცვალა ადამიანების ცხოვრებაში. ახლა აუცილებელი არაა, მთელი დღე სამუშაო ადგილს მიჯაჭვულმა გაატარო, მეტიც საერთოდ არ არის აუცილებელი ერთ სამსახურს მიეჯაჭვო. დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს დისტანციურ ან თავისუფალ სამუშაო გრაფიკს, შესაბამისად, კომპანიებიც საკუთარ თანამშრომლებს ამ არჩევანის საშუალებას აძლევენ. გაჩნდა პროფესიები, სადაც ფრილანსერად მუშაობის შემთხვევაში უფრო მეტის გამომუშავება შეიძლება. ამ თავისებურებებმა და ბაზარზე არსებულმა მოთხოვნამ საერთო სამუშაო სივრცეები გააჩინა.

უკვე ერთ წელზე მეტია, თბილისში, კონსტიტუციის ქ. #4-ში საერთო სამუშაო სივრცე „Old Boys” გაიხსნა, რომელიც ადამიანებისთვის სწორედ თავისუფლად, დამოუკიდებლად, მშვიდ და კომფორტულ გარემოში მუშაობის მიზნით შეიქმნა.

„ჩვენთან მოსულ ადამიანებს დახვდებათ ძალიან ფართო და ნათელი სივრცე, დიდი ეზოთი, სადაც ასევე შესაძლებელია მუშაობა. ჩვენი ძალიან კეთილგანწყობილი კოლექტივი მათ უქმნის საუკეთესო პირობებს, რომ არაფერზე არ იზრუნონ და მშვიდად აკეთონ საკუთარი საქმე. აქვე შესაძლებელია მიირთვან ლანჩი, საღამოს კი გაერთონ. ჩვენ გვაქვს კომპლექსურად აწყობილი სერვისი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ჯერ კარგად იმუშაონ და მერე კარგად დაისვენონ ან გაერთონ“, – ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი, „Old Boys” ერთ-ერთი დამფუძნებელი.

საერთო სამუშაო სივრცეში ერთდროულად 100 ადამიანის მიღებაა შესაძლებელი, თუმცა „Old Boys” მომხმარებელს პირად სამუშაო ოფისებსაც სთავაზობს.

ამ კომპლექსური სერვისის განვითარება, რომელშიც საერთო სამუშაო სივრცის გარდა შედის კაფე, ბარი და რესტორანი, დამფუძნებლებმა თიბისის ფინანსური მხარდაჭერით შეძლეს. სამომავლო მიზანი ბიზნესის გაფართოვებაა, მაგრამ ჯერ მომხმარებლის მოთხოვნას დააკვირდებიან და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრებენ რა მიმართულებით განავითარონ საკუთარი მომსახურება.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები