LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში საინვესტიციო კონფერენცია – SEED Forum Tbilisi 2016 გაიხსნა

40

საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველი მაია მელიქიძემ საინვესტიციო კონფერენცია – SEED Forum Tbilisi 2016 გახსნა და  საინვესტიციო კომპანიებისა და სტარტაპ კომპანიების წარმოადგენლებს სიტყვით მიმართა.

პრეზიდენტის მრჩეველმა  მცირე და საშუალო  მეწარმეობის განვითარებაზე, სექტორის განვითარების პრობლემებზე, მის ხელშეწყობაზე და აღნიშნულის განხორციელებაში ინოვაციური და ტექნოლოგიური პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც მაია მელიქიძემ განაცხადარიგით მეორე საინვესტიციო კონფერენციაზე ინოვაციური იდეების მქონე სტარტაპკომპანიებს მიეცათ შესაძლებლობა წარსდგნენ პოტენციური ინვესტორების წინაშე და დაფინანსება მოიპოვონ.

მთავრობა მხარს უჭერს და უკვე შექმნა საქართველოს ტექნოლოგიური და ინოვაციური სააგენტო, უნივერსიტეტებში შეიქმნა გარკვეული შესაძლებლობები, რომ განვითარდნენ ახალგაზრდები, შეიქმნა ტექნოპარკები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ინოვაციური იდეები და სტარტაპები განვითარდეს და დაფინანსდეს.

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის ფორუმების ორგანიზება. მას მხარს უჭერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ნორვეგიის საელჩო.

თავისუფალი უნივერსიტეტის“  ბაზაზე არის შესაძლებლობა იმისა, რომ ტრეინინგი გაიარონ ადამიანებმა, რომლებსაც საინტერესო იდეები აქვთ, გარკვეული განათლება შეიძინონ, აიმაღლონ ცნობიერება. შემდეგ თავისი იდეა უფრო დახვეწონ, ჩამოაყალიბონ, და გამოიტანონ საზოგადოების წინაშე, ამ ფორუმის მეშევეობით“, – განაცხადა მაია მელიქიძემ.

მისი განცხადებით, დღეს 10 პროექტი იყო წარმოდგენილი, ფორუმს ესწრებოდა საერთაშორისო-სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი, რომელიც ქმნის ხიდს და იდეის  ბიზნესსექტორამდე მიტანის შესაძლებლობას. დღეს წარმოდგენილი იყო სამი ქვეყანა – აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი. შეიძლება ითქვას, რომ ფორუმს რეგიონული დატვირთვა აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g