LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, სამ მიწისქვეშა გადასასვლელში შშმ პირებისთვის ლიფტები დამონტაჟდა (ფოტო)

181
-I0A9906

თბილისში, სამ მიწისქვეშა გადასასვლელში შშმ პირებისთვის ლიფტები დამონტაჟდა. დედაქალაქის მერიას სპეციალური ლიფტები თურქეთის თანამშრომლობის და კოორდინაციის სააგენტოსგან გადაეცა.

“ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები და ალბათ უახლოეს მომავალში გავაფორმებთ ხელშეკრულებას, რათა ასეთი პროექტები სხვა ადგილებზეც განხორციელდეს. მთავარია, რომ ადამიანებისთვის, რომლებიც ეტლით გადაადგილდებიან, არ იყოს არანაირი დაბრკოლება. ამ მიმართულებით ძალიან ბევრია გასაკეთებელი, ძალიან დიდ თანხებს უკავშირდება და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევქმნათ ეს შესაძლებლობა დედაქალაქში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ დავაზიანოთ ისინი და მოვუაროთ. ძალიან ბევრია ვანდალიზმის ფაქტი. ყველა უნდა გავერთიანდეთ და ვებრძოლოთ ვანდალიზმს”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ქალაქში თავისუფლად გადაადგილების ხელშეწყობის მიზნით, 6 ლიფტი ფილარმონიის, მეცნიერებათა აკადემიისა და პუშკინის სკვერთან არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში დამონტაჟდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g