თბილისში ახალი კაფე SANDWICH & COFFEE გაიხსნა, რომელიც მომხმარებელს ჯანსაღი, ახალი და გაუყინავი პროდუქტებით დამზადებულ კერძებს სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას SANDWICH & COFFEE -ის მენეჯერმა, თინიკო ფორაქიშვილმა განაცხადა, აქ სტუმრებს უგემრიელეს სენდვიჩებს სთავაზობენ, რომლის ფასიც 2.20 ლარიდან იწყებდა და 4.30 ლარამდეა.
გარდა ამისა, მსურველებს შეუძლიათ, დააგემოვნონ ყავის სხვადასხვა სახეობაც, ფასები კი 2 -დან 7 ლარამდე ადის.
”კაფე მომხმარებლებს მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. ჩვენ და ჩვენი თანამშრომლები მუდმივად ვცდილობთ, რომ სტუმრებს შევუქმნათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო, შევთავაზოთ ხელმისაწვდომი ფასები და ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებული კერძები“ , – განაცხადა თინიკო ფორაქიშვილმა. SANDWICH & COFFEE ყოველდღე 09:00-დან 24:00 საათამდე მუშაობს. მისამართი ვაჟა-ფშაველას 61N.