LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში საოჯახო მეფრინველეობის ფორუმი გაიმართება

141

სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ა(ა)იპ ,,სოციალური დაცვის ლიგის“ საოჯახო მეფრინველეობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, დღეს, საქართველოს საოჯახო მეფრინველეობის ფორუმი გაიმართება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის მიზანია, საქართველოში მეფრინველეობის პოპულარიზაცია და ქვეყნის პოტენციალის გაზრდა. საქართველოს საოჯახო მეფრინველეობის ფორუმი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სსიპ ,,სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ მხარდაჭერით ტარდება, სადაც მონაწილეობას არასამთავრობო, საერთაშორისო და სახელმწიფო ორგანიზაციები მიიღებენ.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ქვეყნის შიდა ეკოლოგიური გარემო ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას, რომ ქვეყანამ აწარმოოს ეკოლოგიურად სუფთა ფრინველის ხორცი, დიეტური კვერცხი და დააკმაყოფილოს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა. ამ ეტაპზე ადგილობრივი პროდუქტის მოცულობა საერთო რაოდენობის მხოლოდ 25%-ია. ფორუმის ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში საოჯახო მეფრინველეობის განვითარება ხელს შეუწყობს ქვეყანაში თვითდასაქმების, მატერიალური გაძლიერების ფორსირებას, შიდა და გარე შრომითი მიგრაციის პროცესების შენელებას, ცილოვანი დეფიციტის პრობლემის დაძლევას და ა.ს. მრავალ ქვეყანაში ყოველ წელს ტარდება მეფრინველეობის გამოფენა და სწორედ ეს ღონისძიება წარმოადგენს მეფრინველეობის განვითარების განვითარების კატალიზატორს. ფორუმის ორგანიზატორებიც მალე დაიწყებენ სამუშაოებს ამ მიმართულებით, რაშიც საზოგადოების, დონორთა ყურადღება და დახმარება სჭირდებათ.

„ა(ა)იპ ,,სოციალური დაცვის ლიგის“ საოჯახო მეფრინველეობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, 2018 წლის 22-23 სექტემებრს გაიმართება საქართველოს მეფრინველეობის გამოფენა და მასში მთელი საქართველო ჩაერთვება. გამოფენის დევიზია: Check in ,,Chicken Show-Georgia 2018″. სწორედ ღონისძიების საინფორმაციო-სარეკლამო და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ტარდება აღნიშნული ფორუმი, რომელსაც ასევე დაესწრებიან: სფეროზე მომუშავე სამთავრო და არასამთავრო, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, მეფრინველეები, საფინანსო ინსტიტუციები, მასმედია და ა.შ. დამსწრე საზოგადოებასთან გაიმართება საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა“-აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g