LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“6 თვეა რაც ხორცზე უარი ვთქვი” – ალექსანდრე ლორთქიფანიძე გამოცდილებას უზიარებს მათ, ვისაც სურს ხორცი აღარ ჭამოს

1581
aleqsandreeeee

მწერალი და ტელეწამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 6 თვეა ხორცით კვებაზე უარი თქვა და გამოცდილებას სხვებსაც უზიარებს.

“6 თვეა რაც ხორცზე უარი ვთქვი.

ამაზე ბევრჯერ მიფიქრია მანამდეც, მაგრამ ყოველთვის წარმოუდგენლად მიმაჩნდა, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ჩემი საყვარელი კერძი ხორცს შეიცავდა. ჰოდა, ერთ დღესაც გავიღვიძე და დაუგეგმავად, წინასწარი შემზადების გარეშე, უბრალოდ ამოვიღე რაციონიდან.

ჰოდა რა მოლოდინიც მქონდა, რომ შიმშილი გამტანჯავდა და ვეწამებოდი, სინამდვილეში არაფერი ამდაგვარი. ძალიან მარტივი აღმოჩნდა. უბრალოდ აღარ აღვიქვამ ხორცს საკვებად, ეგაა და ეგ. სირთულე ისაა, რომ ჩვენში არაა ვეგეტარიანული კერძების დიდი არჩევანი, მაგრამ ნელ-ნელა ეჩვევი და ახალ კერძებსაც პოულობ. სამაგიეროდ თავს გრძნობ მსუბუქად და სამყაროსთან უფრო ჰარმონიულად.

ჰოდა, თუ ვინმეს შინაგანად გსურთ, მაგრამ ხორცისადმი სიყვარული გაფერხებთ, არ შეგეშინდეთ, მარტივია. მნიშვნელოვანია, რომ მკაცრი პირობები არ დადოთ. თუ გაგიჭირდებათ – შეჭამთ და ეგ იქნება, ამით სამყარო არ დაინგრევა.

მეც შეიძლება ზეგ გამიჭირდეს და შევჭამო, არაა პრობლემა, თუმცა ზუსტად ამ მსუბუქი მიდგომის გამო ჯერჯერობით არც ერთხელ გამჭირვებია”, – წერს ლორთქიფანიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები