LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქვეყანაში არის უმწვავესი მიგრაცია, იცლება საქართველო უპერსპექტივოდ დარჩენილი სამუშაო და ინტელექტუალური ძალისგან“ – ალექსანდრე ლორთქიფანიძე

152
ალექსანდრე ლორთქიფანიძე

მწერალი და ტელეწამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ალექსანდრე ლორთქიფანიძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„ქვეყანაში არის უმწვავესი მიგრაცია, იცლება საქართველო უპერსპექტივოდ დარჩენილი

სამუშაო და ინტელექტუალური ძალისგან.

ფასები მაღალია, ხელფასები – უცვლელი.

მთავრობა: ოფშორებიდან ფულს გაგათეთრებინებთ!

სტუდენტები ითხოვენ საერთო საცხოვრებლის აშენებას.

რამდენიმე კულტურული და ისტორიული ძეგლი საჭიროებს დროულ ყურადღებას.

ნადგურდება გელათი.

მთავრობა: ახალ სტადიონს ავაშენებთ.

სკოლებში ბავშვთა კვების საკითხია მოუგვარებელი.

გავლენის აგენტების კანონი უამრავი ორგანიზაციის დახურვის საფრთხეს ქმნის, ხალხი უმუშევარი რჩება.

მთავრობა: ლგბტ-ს ავკრძალავთ.

მიყვარს, მთავრობა რომ ხალხს უსმენს!

გააგრძელე საქართველოს ისტორია“, – წერს ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

პოპულარულები