თბილისში, საქართველოს ეროვნული არქივის შენობის მიმდებარედ ხანძარია.
„ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ცეცხლი არქივის შენობის გვერდით მდგომ ერთ-ერთ შენობას გაუჩნდა. მათივე ცნობით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
[განახლება 20:33] შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, არქივის ეზოს ტერიტორიაზე, ცალკე მდგომ შენობაში გაჩენილი ხანძარი
ლოკალიზებულია.
არქივის ეზოს ტერიტორიაზე, ცალკე მდგომ შენობაში გაჩენილი ხანძარი
ლოკალიზებულია✅Posted by ქეთი კოვზიაშვილი on Friday, 8 September 2023