თბილისში საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრები მსვლელობას მართავენ და გზად გულშემატკივების მილოცვებს იღებენ.
მსვლელობა ღია ავტობუსით მიხეილ მესხის სტადიონიდან დაიწყო და თავისუფლების მოედანზე დასრულდება, სადაც საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
საზეიმო დღის მთავარი გზავნილია – “ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ერთად აღვნიშნოთ ქართული საფეხბურთო სასწაული”.