თბილისში, სასტუმრო “რუმსში” ხანძარია. ადგილზე 15 სამაშველო-სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული. ადგილზეა სასწრაფო დახმარებაც. სასტუმროს სტუმრები და პერსონალი ევაკუირებულია. დაშავებული არავინაა.
მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზება. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.