LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ერთი ბავშვი გარდაიცვალა

96

 

თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე  შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული 13 წლის ბიჭი ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის ექიმმა განუცხადა.

მისი თქმით, მოზარდს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა.

ბარათაშვილის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ, შენობიდან ფანჯრის შუშა ჩამოვარდა. შედეგად, ჯამში, 6 ბავშვი დაშავდა.  დაშავებულები ადგილიდან 3 დაშავებული ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, 3 კი „ამტელ ჰოსპიტალში.

დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია.

magti 5g