თბილისში ჩინური ვაქცინის “სინოფარმით” ვაქცინაციისთვის ადგილები 2 საათში შეივსო. რეგისტრაცია დღეს, 20:00 საათზე დაიწყო და 22 საათისთვის ყველა ადგილი დაიჯავშნა.
მსურველებს, ამ ეტაპზე რეგისტრაცია მხოლოდ რეგიონებში შეუძლიათ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად მოქალაქეებს შეუძლიათ, ეწვიონ ვებგვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკონ ნომერზე 15 22.
ცნობისთვის, ვაქცინაციის პროცესი 4 მაისიდან დაიწყება.