LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი” შენდება

399
თიბისი

თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება.

ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე, ჯამში, 11 100 კვ.მ საოფისე ფართს აერთიანებს. ასევე, 130-მდე ავტომობილზე გათვლილ 2 მიწისქვეშა ავტოსადგომს, კვების ობიექტებსა და საკონფერენციო დარბაზს.

„ახალ ატრიუმში” უზრუნველყოფილი იქნება 24 საათიანი დაცვა, ვიდეოკონტროლი, სახანძრო უსაფრთხოება, ლიფტების მომსახურება და დასუფთავება.

ატრიუმის სტილის ბიზნეს ცენტრში ბუნებრივი მზის შუქი, პროდუქტიული მუშაობისთვის, მშვიდ და კომფორტულ გარემოს შექმნის.

ბიზნეს ცენტრის მშენებლობა 2026 წლის თებერვალში დასრულდება. მინიმალური საოფისე ფართის შეძენა 70 კვადრატული მეტრიდანაა შესაძლებელი.

პროექტის დეტალებს გაეცანით ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g