ჯანდაცვის ექსპერტმა, ლელოს ჯანდაცვის ჯგუფის წარმომადგენლმა, ვატო სურგულაძემ რადიო “ფორტუნას” ეთერში, გადაცემაში “დღის თემა” ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა.
სურგულაძემ გადაცემაში არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მისი შეფასებით, ახლა მთავარი კონტროლის მექანიზმების გამკაცრებაა. მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, როგორ იცავს წესებსა და რეგულაციებს ხალხი, როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე ნებისმიერ თავშეყრის ადგილას.
მან აღნიშნა, რომ ტრანსპორტის გაჩერება “ლოქდაუნს” გამოიწვევს.
“ტრანსპორტი რომ ჩიკეტოს მივიღებთ აჭარას, აჭარაში, ფაქტობრივად, “ლოქდაუნი” გამოცხადდა, ხალხი ვეღარ დადიოდა სამსახურში…
წესები უნდა დავიცვათ ტრანსპორტში, ნიღბები ვატაროთ, დისტანცია დავიცვათ. ის რომ სამარშრუტო ტაქსში, არ იდგეს ხალხი ფეხზე, ეს ყველაფერი მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, ასევე სუპერმარკეტებში, სახალხო შეკრების ადგილებზე უნდა ხორციელდებოდეს მკაცრი კონტროლი.
უნდა შემოწმდეს დეზობარიერები, ვინმე ამოწმებს ნამდვილად ასხია თუ არა იქ სადეზინფექციო ხსნარი თუ არა? ვინმე აკონტროლებს ყველას უკეთია ნიღაბი თუ არა?
"უნდა დავუმატოთ ოჯახის ექიმებს სიმბოლური კი არა, სერიოზული თანხა."
"სასტუმროებში კი არ უნდა ვიხადოთ უზარმაზარი თანხა, ოჯახის ექიმმა უნდა განახორციელოს ყოველდღიური ზედამხედველობა" - ვატო სურგულაძე
თერმოსკრინინგი ძალიან ფორმალურად ტარდება, აი ამ უმარტივესი წესების გაკონტროლება უნდა გამკაცრდეს და საკმაოდ კარგი შედეგი გვექნება.
ტრანსპორტი ძალიან მნიშვნელოვანია, ტრანსპორტს ვერაფერი შეგვიცვლის. 4 კვირის წინ იყო საუბარი, რომ ტრანსპორტში მგზავრობის წესები გამკაცრდებოდა, მაგრამ არაფერი არ გაკეთებულა ამ მიმართულებით.
ჩვენ ვტრაბახობთ ძალიან ხშირად, რომ ყველაზე კარგი შედეგები გვაქვს, შედეგები სად ჩანს? ჩაკეტილ ქვეყანაში?
ესპანეთს, იტალიას და ბრიტანეთს ნუ შევედრებით, იქ გახსნილი იყო საზღვრები და ტურისტული სეზონიც არ ჩავარდნილა, ჩვენ ჩაკეტილ ქვეყანაში, ვერ გავაკონტროლეთ ვითარება და მივიღეთ ის ეპიდაფეთქება რაც არის აჭარაში და ის აფეთქება რაც ხდება ახლა თბილისში.,”-აღნიშნა ვატო სურგულაძემ “ფორტუნასთან” საუბრისას.
რა შემთხვევაში გამოცხადდება თბილისი წითელ ზონად? – ჯანდაცვის ექსპერტის შეფასება