LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში Tyga იმღერებს

133
photo-collage.png (6)

24 ნოემბერს, თბილისში, ამერიკელი რეპერის – Tyga კონცერტი გაიმართება. ის საქართველოს პირველად ეწვევა.

ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში 34 წლის ჰიპ ჰოპ არტისტის ჩანიშნულ პერფორმანსთან დაკავშირებით, მის ოფიციალურ ვებგვერდზეც დასტურდება.

კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 100-დან 300 ლარამდე მერყეობს.

სადებიუტო სტუდიური ალბომით – No Introduction, Tyga მუსიკალურ ასპარეზზე 2008 წელს გამოჩნდა. მას პოპულარობა 2012 წლის მეორე დისკმა – Careless World: Rise of the Last King და ისეთ შემსრულებლებთან კოლაბორაციებმა მოუტანა, როგორებიც არიან: კრის ბრაუნი, ლილ უეინი, ოფსეტი და სხვები. თაიგა ცნობილია კაილი ჯენერთან რომანით, რაც ასაკობრივი სხვაობის გამო, დიდი ხნის განმავლობაში, ტაბლოიდების განხილვის მთავარი თემა იყო. წყვილმა ურთიერთობა მაშინ დაიწყო, როცა ჯენერი 17-ის, ხოლო Tyga 24 წლის იყო. აშშ-ს უმეტეს შტატში კი, სრულწლოვნად ადამიანი ითვლება, როდესაც 18 წელი უსრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები