Tyga-სა Doja Cat-ს შორის მომხდარი მედია დაპირისპირება, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მუსიკაში გამოყენებას ეხება, ტაბლოიდების განხილვის მთავარ თემად იქცა.
საქმე ისაა, რომ ახლახან, Tyga-მ გამოუშვა ახალი ალბომი – $TARFACE, რომლის შექმნისას მისივე აღიარებით, ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა.
ამის გამო, Doja Cat-მა თავისი ,,ლაივსტრიმისას” Tyga მკაცრად გააკრიტიკა და მას ,,ასო” უწოდა.
„არავის უკითხავს ჩემთვის Tyga-ზე, მაგრამ უბრალოდ მინდა ვთქვა — ის არის ,,პენისი”, რადგან მან AI ალბომი ჩაწერა“.
Doja Cat-ის მიერ გამოთქმულ უხეშ კრიტიკას Tyga TMZ Live-ის ეთერით გამოეხმაურა და იუმორით, თუმცა სარკასტულად უპასუხა. Tyga-ს თქმით, კოლეგის რადიკალური იმიჯის მიუხედავად, მის მიმართ წყენა არ აქვს.
„მე მიყვარს Doja, მაგრამ მან დემონური ალბომი ჩაწერა. თუმცა მე ის მაინც მიყვარს“.
„დემონურ ალბომში“ Tyga გულისხმობდა Doja Cat-ის ბოლოდროინდელ შემოქმედებასა და იმიჯს, კლიპებსა და ვიზუალებს, რომლებსაც საზოგადოების ნაწილი ხშირად ოკულტურ ან დემონურ სტილისტიკას მიაწერს.
ამასთან, Tyga-მ თავისი მუსიკალური გადაწყვეტილებაც დაიცვა და განმარტა, რომ ხალხს ხელოვნური ინტელექტის როლი არასწორად ესმის.
Tyga-ს განმარტებით, მთლიანი ალბომი AI-ით არ დაუწერია. ტექსტები თავად დაწერა და ვოკალიც მთლიანად მისია. ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ მუსიკალური გაფორმებისთვის, როგორც დამხმარე ხელსაწყო, ისე გამოიყენა.
მან ეს ტექნოლოგია შეადარა ხმის გამასწორებელ პროგრამას და თქვა, რომ თავიდან რეპერებს Auto-Tune-ის გამოც აკრიტიკებდნენ, ახლა კი მას ყველა იყენებს.
სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა გავლენიანმა მუსიკალურმა გამოცემა, Pitchfork-მა, რომელმაც ალბომს კატასტროფული, 0.0 ქულა დაუწერა. რეპერმა ამაზეც იხუმრა და თქვა, რომ გამოცემის სახელი კარგად ემთხვევა Doja Cat-ის „დემონურ“ თემატიკას: „არ ვიცი რა არის ,,ფიჩფორკი”, მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ეშმაკი დადის Pitchfork-ით ხელში“.