26-28 აპრილს, საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“, საქართველოს უძრავი ქონების მორიგი გამოფენა გაიმართება.
უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს ერთ სივრცეში დაგხვდებათ ქვეყნის საცხოვრებელი, კომერციული თუ საოფისე ფართების თითქმის ყველა შეთავაზება და ფასდაკლებები.
ტრადიციულად, ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება B2B შეხვედრები საინვესტიციო, დეველოპერული და საერთაშორისო საბროკერო კომპანიების წარმომადგენლებს შორის.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.