LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში უხვი ნალექი მოვიდა – არის თუ არა ქუჩები თოვლისგან გაწმენდილი

747

„თბილსერვის ჯგუფმა“ გუშინ ღამით თბილისის სხვადასხვა უბანში გზები გაწმინდა, დაყარეს ტექნიკური მარილი. 

უწყების ინფორმაციით, დედაქალაქში მოსული უხვი ნალექისა და ტემპერატურის ვარდნის გამო „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. თბილისის ქუჩების გაწმენდა ეტაპობრივად მიმდინარეობდა – საწყისი ეტაპისთვის გაიწმინდა ცენტრალური გზები, რათა ავტოტრანსპორტით გადაადგილება არ შეზღუდულიყო.

„თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდით სამუშაოებს ამ დრომდე განაგრძობს და ტექნიკური მარილის დაყრა როგორც ცენტრალურ, ისე შიდაკვარტალურ და საფეხმავლო გზებზე მიმდინარეობს.

გადაადგილების შეფერხების შემთხვევაში გთხოვთ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე: 2 619 050,” – ნათქვამია “თბილსერვისის” განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები