ვაზისუბანში, შანდორ პეტეფის ქუჩაზე დანით ორი პირი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება რამდენიმე პირს შორის მოხდა. დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს.
უცნობია დააკავეს თუ არა ინციდენტის მონაწილე პირები.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს