თბილისის რამდენიმე უბანში დღეს წყალმომარაგება შეიზღუდება. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, კრწანისის რაიონში, გუდიაშვილის ქ. N2-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით წყლის მიწოდება 09:20-დან 15:00 საათამდე შეუწყდება ახოსპირელის ქუჩას, აბესაძის, აბო თბილელის, ჯიბლაძის, აბოვიანის, საიათნოვას, გრ. ხანძთელის, ანტონ კათალიკოსის, ხოდაშენის, ივერიის, კუპტინის ქუჩები, ლერმონტოვიის ქ. N1-7 და N2-6, ლესელიძის ქ. N1-25 და N2-12, დადიანის ქ. N2-4
გლდანის რაიონში, ვარდისუბნის ქუჩაზე, სატუმბო სადგურთან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 29 ნოემბერს, 22:15-დან 30 ნოემბრის 21:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება
მუხიანის დაჩებს მთლიანად.
საბურთალოს რაიონში, აღმაშენებლის ხეივანზე მე-12 კმ-ს, ნუგეშთან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 30 ნოემბერს, 08:30-დან 16:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება დიღომი 7-ს და ფერაძის ქუჩას.
ნაძალადევის რაიონში, ც.დადიანის ქუჩა N 129 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს 01:00-დან 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ცოტნე დადიანის ქ. N87-137, N26-34, ჩაქვის, მახინჯაურის, ხევსურეთის, მერაბ ქავთარაძის ქუჩებს.
მთაწმინდის რაიონში, თუმანიანის ბნელ ჩიხში, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს 01:00სთ-დან 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება თუმანიანის ბნელ ჩიხს.
ნაძალადევის რაიონში, გულრიფშის ქუჩა N 29-ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით 11:45-დან 03:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება კალუჟინს და კობალაძის ქუჩებს. აგრეთვე, ენისელის, დობროლიუბოვის, კაჭრეთის, მაღაროს, კოდალოს, მიტინგის, დომენტი ჟღენტის, მამუკა კობალაძის, გულრიფში, სართნია, ქართველიშვილის ქუჩები.