LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ყავისა და ჩაის ფესტივალი გაიმართება

67

თბილისში ყავისა და  ჩაის მოყვარულთათვის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება 2 დღეს გასტანს და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება. ფესტივალის ორგანიზატორი კი  სავაჭრო ცენტრი „ჰოუმმარტია”.

როგორც ”ფორტუნას” სავაჭრო ცენტრიდან აცნობეს, ღონისძიება 2016  წლის 1 და 2 ოქტომბერს (შაბათი და კვირა) 14:00-დან 21:00-მდე გაიმართება.

”გავითვალისწინეთ მომხმარებლის მაღალი ინტერესი ამ პროდუქტების მიმართ და ყავის და ჩაის რიგით მეორე ფესტივალს ვატარებთ. ისევე როგორც წინა წელს, ღონისძიებაში მონაწილეობას წელსაც საქართველოს ბაზარზე არსებული, ყავისა და ჩაის მწარმოებელი კომპანიები მიიღებენ”, – განაცხადეს ”ჰოუმმარტში”.

მათივე ცნობით, ფესტივალზე 20-ამდე კომპანიას ელიან, მათ შორის როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბრენდებს. მონაწილეები საკუთარი პროდუქციის წარმოსაჩენად გამოფენა-გაყიდვის ფორმატით ისარგებლებენ,  ასევე მოაწყობენ სადეგუსტაციო დახლებს. ფესტივალის ფარგლებში მომხმარებელი ფასდაკლებებით სარგებლობასაც შეძლებს.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g