2018 წლისათვის თბილისში ყველა საჯარო ბაგა-ბაღის შენობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის ადაპტირებული იქნება. თბილისის საჯარო საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს თბილისის 35 საჯარო ბაგა-ბაღის შენობის ადაპტირება მოხდება. აღნიშნული პროექტი დედაქალაქის მთავრობის 3-წლიანი გეგმის ფარგლებში ხორციელდება, რაც საზოგადოებრივი ობიექტების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანასა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ საჯარო ბაღების ინფრასტრუქტურის ადაპტაცია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვისა და შშმ პირთათვის 2016 წლიდან დაიწყო და წლის ბოლოსათვის უკვე 40 საბავშვო ბაღში სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი პანდუსები მოაწყო.