LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა ადეიშვილი: „წუხელ კინაღამ დამღუპა ტაქსისტმა…“

361

ტელეჟურნალისტი თეა ადეიშვილი წერს იმ უსიამოვნო ინციდენტის შესახებ, რომელიც მის შვილს, ნიტა არდიშვილს შეემთხვა. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ტაქსის მძღოლს მანქანა მოუსრიალდა, ამ დროს კი მისი შვილი ტაქსიში იჯდა.

„წუხელ კინაღამ დამღუპა ვიღაც დეგენერატმა ტაქსისტმა! ნიტა ეჯდა მარტო, მანქანა მოუსრიალდა და გაჩერებულ მანქანას შეეჯახა! ნიტას გარეგნულად არაფერი სჭირს, მაგრამ ძალიან შეშინებული იყო, ვერ ლაპარაკობდა, კეფა სტკივა და თავის მოძრაობა არ სიამოვნებს, დაჭიმული აქვს მთელი სხეული და ამის გამო სიარული უჭირს. ექიმთან მივდივართ, გადავმოწმებთ მაინც! მაგრამ დიდი ალბათობით მძღოლი ნასვამი იყო ან მანქანა იყო გაუმართავი!!!“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g