„სამწუხაროდ, ჩვენი პრეზიდენტი ღამურად ჩამოყალიბდა. თუ რას ნიშნავს ღამურა, ამის გასაგებად მას მოუწვეს, ქართულ ლიტერატურას, ჩვენი ქართული კულტურის მამების ნააზრევებს უფრო კარგად გაეცნოს” – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ რუსთაველის გამზირიდან, საყოველთაო სახალხო შეკრებიდან ჩართვისას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
თეა წულუკიანის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ფრანგი პრეზიდენტია.
„მე თავად საშუალო სკოლაც კი საფრანგეთში დავამთავრე და მგონია, რომ ეს ჩემი მეორე ქვეყანაა, თუმცა, ჩემი სამშობლო საქართველოა და მეგონა, რომ მისთვისაც ასე იყო. მაგრამ მე ვხედავ, რომ მან როგორც მისი თანამებრძოლები – ჩვენ გაგვყიდა, მან გაყიდა ქართველი ერი. ამიტომ ის თუ ორბელიანების სასახლიდან გაბედავს და იმედი მაქვს, გაბედავს და ცხვირს გამოყოფს, ამ გამზირზე ის ვერ გამოივლის, იმიტომ, რომ მან შეგვარცხვინა. ძალიან ბევრი მავნებლური ნაბიჯი გადადგა ქართველი ერის წინააღმდეგ საერთაშორისო ასპარეზზე და რეალურად დღეს შეგვიძლია, ხმამაღლა ვთქვათ, რომ სამწუხაროდ, ჩვენი პრეზიდენტი ღამურად ჩამოყალიბდა. თუ რას ნიშნავს ღამურა, ამის გასაგებად მას მოუწვეს, ქართული ლიტერატურა, ჩვენი ქართული კულტურის მამების ნააზრევებს უფრო კარგად გაეცნოს“ – განაცხადა წულუკიანმა