„დროა, მავნებლებმა დაასრულოთ დეპუტატ მარიამ ლაშხისა და მისი არასრულწლოვანი შვილების დევნა და მათზე თავდასხმა. გაიმეორებთ?! ისევ იქნება საჩივარი და ის სახდელი თუ სასჯელი, რასაც მოსამართლე გადაწყვეტს“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრი, თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს.
„გული არავის აუჩუყოთ იმით, რომ პატიმრობაში გაგზავნილი თავდამსხმელი პირი თურმე ქალია. თუ რაღაც ახალი ჯიშის ქალია-ადამიანი.
დაეტიეთ ყველა თქვენს ქერქში და ისე გააპროტესტეთ, რისი გაპროტესტებაც გაგიხარდებათ. სხვა ინდივიდის მინდორზე ნუ გადმოდიხართ!“, – წერს თეა წულუკიანი.
დროა, მავნებლებმა დაასრულოთ დეპუტატ მარიამ ლაშხისა და მისი არასრულწლოვანი შვილების დევნა და მათზე თავდასხმა….
Posted by წულუკიანი თეა on პარასკევი, 30 მაისი, 2025
ცნობისთვის, ლიკა ლორთქიფანიძეს, რომელსაც შსს „ქართული ოცნების” დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფას ედავებოდა, 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა მეორე პირს, თათია აფრიამაშვილსაც.
ინციდენტი 17 მაისს მოხდა, როდესაც კაფეში მყოფ დეპუტატთან აქტივისტები თათია აფრიამაშვილი და მაგდა მამუკაშვილი მივიდნენ და მიმართეს შეძახილებით: – „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „ძირს რუსული რეჟიმი“.
მარიამ ლაშხმა, რომელიც მომხდარის დროს შვილებთან ერთად იმყოფებოდა, აქტივისტების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.
