LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანი: „საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ პატიმართა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სხვადასხვა, სასტიკი მეთოდების გამოყენებას ჰქონდა თითქმის ყოველდღიური ხასიათი – მიმდინარეობდა ციხეში მყოფი პატიმრების შენიღბული და მიზანმიმართული განადგურება“

224
თეა წულუკიანი

საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ პატიმართა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სხვადასხვა, სასტიკი მეთოდების გამოყენებას ჰქონდა თითქმის ყოველდღიური ხასიათი,- ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, კომისიის დასკვნის წარდგენისას განაცხადა.

თეა წულუკიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარეობდა „პატიმრების შენიღბული და მიზანმიმართული განადგურება“.

თეა წულუკიანი: სასამართლო ხელისუფლება არ რეაგირებდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, რითაც უხეშად არღვევდა საქართველოს კანონმდებლობასა და ევროპულ კონვენციას, ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მასობრივი საინფორმაციო საშუალებები უარს ამბობდნენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გაშუქებაზე

„დაკავებულ პირთა და პატიმართა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა იგულისხმება შსს-ს სისტემასა და სასჯელაღსრულების სიტემაში მოპყრობა, რომელიც გამოყენებოდა ცალკე, ან საპროცესო ინსტიტუტთან კომბინაციაში ისახავდა სხვადასხვა მიზანს. მათ შორის კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე სასურველი შედეგის მიღწევას, ქონების უკანონოდ ჩამორთმევას, პოლიტიკურ ანგარიშსწორებასა, შურისძიებას და სხვას.

მიმდინარეობდა ციხეში მყოფი პატიმრების შენიღბული და მიზანმიმართული განადგურება. რასაც მოწმობს ერთი მხრივ ის ფაქტი, რომ ციხეებში ყოველწლიურად ტუბერკულოზის 2 000-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა და ჯანმრთელი და გადამდები დაავადების მონე პატიმრები ერთ საკანში იყვნენ განთავსებულები. ერთად განთავსების ეს დამკიდრებული პრაქტიკა იყო ზოგჯერ მიზანმიმართულადაც ჯანმრთელი პატიმრის დათრგუნვის, ან მასზე შურისძიების მიზნით.

მეორე მხრივ, ც ჰეპატიტის მკურნალობის ხელოვნურად შეფერხება, მეტიც, ამ დაავადების სკრინინგის აკრძალვა, რათა საზოგადოებისათვის დაფარული ყოფილიყო ციხეებში მისი ფართო გავრცელება, იქცა პრაქტიკად. პროკურატურა, როგორც წამყვანი სამართალდამცავი ორგანო, არამცთუ არ ასრულებდა მისთვის კანონით დაკისრებულ მოვალეობებს და არ ატარებდა სრულყოფილ და ობიექტურ გამოძიებას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, პირდაპირ იყო ჩართული პატიმართა მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევაში.

დაუსჯელობის სინდრომი და მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა სამართალდამცავ სტრუქტურებში ძალადობის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g