LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანი სასჯელაღსრულების სისტემაში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს

84

საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს. როგორც თეა წულუკიანმა პარლამენტში რამდენიმე გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სახელმწიფო მყარად დგას პროგრესისა და რეფორმების გზაზე.

„მინდა, ორიოდე სიტყვა ვუთხრა სასჯელაღსრულების სისტემაში საჯარო მოხელეებს, მე არ ვგეგმავ საკადრო ცვლილებებს, ვგეგმავ, მათ ნახონ, მე როგორ ვმუშაობ, მაქვს სურვილი ვნახო, ისინი როგორ მუშაობენ. ვფიქრობ, ეს იქნება ის გუნდი, რომელიც შეძლებს, დაწყებული რეფორმები, რაც არა ერთმა მინისტრმა ურთულეს პირობებში განახორციელა და ევროპულ დონეზე აიყვანა, ეს კიდევ უფრო მყარი შედეგები გახდეს, რათა მემკვიდრეობა იყოს კიდევ უფრო საამაყო, როდესაც ჩვენ 2020 წელს კიდევ ერთხელ ამომრჩევლის წინაშე კიდევ ერთხელ წარვდგებით,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობისთვის და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები