ნინო ლომჯარია ციხეში გადაღებული კადრების რამდენიმე თვით დაარქივებისა და გასაჯაროების გამო იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში უჩივლებს. ამის შესახებ ინფორმაციას On.ge ავრცელებს. გვერდი განმარტავს, ლომჯარიას გეგმებზე წულუკიანთან დაკავშირებით სახალხო დამცველის სამსახურიდან მიაწოდეს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობენ როგორც პოლიტიკურ წრეებში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებში. გუშინ პარლამენტში დეპუტატებმა თეა წულუკიანს და ნინო ლომჯარიას წლის ანგარიში მოისმინეს, სადაც მინისტრმა ქვეყნის მთავარ კანონმდებლებს საკანში ფარული კამერით გადაღებული ვიდეომასალა წარუდგინა. წულუკიანის მხრიდან ეს იყო პასუხი ლომჯარიას მოხსენებაზე. რაც შეეხება სახალხო დამცველის წლის ანგარიშს, მან პარლამენტს წლის შეფასებასი ვრცლად და კონკრეტული მაგალითების დასახელებით ჩამოუთვალა ის პრობლემები, რაც საქარათველოს პენიტენციალურ დაწესებულებებში ხდება.
პატიმარი სახეში აყრის, რაც მაგიდაზე დევს და წყალსაც ასხამს ექთანს: იუსტიციის სამინისტრო საპატიმროში გადაღებულ ვიდეოს ასაჯაროვებს (ვიდეო)
იუსტიციის მინისტრის თხოვნით, სამინისტროს პრესსამსახურმა გუშივნე გაავრცელა სხვა კადრებიც, სადაც ხორციელდება თავდასხმა, როგორც სამედიცინო პერსონალზე, ასევე ბადრაგზე.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა გუშინვე აღნიშნული ფაქტი კანონისა და საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევად შეაფასეს. მათი განცხადებით, იუსტიციის მინისტრის ეს ქმედება მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის საფუძველი უნდა გახდეს.
რაც შეეხება წულუკიანის პოზიციას, მან თქვა, რომ ომბუდსმენი პენიტენციურ დაწესებულებებში თავად არ დადის და ანგარიშს ამზადებს ისეთ თანამშრომლებზე დაყრდნობით, რომლებიც “დახეული ჯინსებით” დადიან და “ვითომ მონიტორინგს” ატარებენ.
“ასეთ თანამშრომლებს ნუ გამომიგზავნით, რომელიც პატიმარს ორჯერ ადუღებინებს ყავას, მიირთმევს მის შოკოლადს და დახეული შარვალი აცვია” – თეა წულუკიანი სახალხო დამცველს (ვიდეო)