„თეატრალურის კვარტეტი“ – ქართული სიმღერის გამორჩეული შემსრულებლები არიან და მათი პროფესიონალიზმი არაერთხელ აღნიშნულა, მათ შორის ქვეყნის მთავარი მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე, „ოქროს ტალღაზე“, რომლის ორგზის გამარჯვებულები არიან.
„კაფე ორანჟერეაში“ ანსამბლის წევრებს შევხვდით.
ლაშა:
„ოქროს ტალღა“ ასოცირდება სიყვარულთან, ბედნიერებასთან, კარგ ხასიათსა და კარგ გაწყობასთან, იმიტომ, რომ ყოველი „ოქროს ტალღის“ დაჯილდოება არის ზეიმი და განსაკუთრებული მოვლენა. ასეთი დაჯილდოების ცერემონია არ არსებობს, არის პირველი, განუმეორებელი და უკონკურენტო, ჩვენ, როგორც ერთ-ერთი მონაწილე და ორგზის გამარჯვებული ჯგუფი, ძალიან ბედნიერები ვართ. ყოველ წელს ვმონაწილეობთ, ეს არის ერთგვარი სტიმული და წახალისება შემოქმედი ადამიანებისთვის.
სიურპრიზი იყო თუ ელოდით გამარჯვებას?
ოთო:
სხვადასხვა წელს თითო ნომინაციაში გავიმარჯვეთ, მათ შორის წინა წელს, როგორც წლის ანსამბლმა. ორივე შემთხვევაში ჯემალ სეფიაშვილის სიმღერებით ვიყავით წარდგენილები, ერთს „მარტი“ ჰქვია, მეორეს „წერილი“. (ვრცლად/ფოტოები)